წესები და პირობები
ა. გაყიდვის, მიწოდებისა და გადახდის ზოგადი პირობები – სააქციო საზოგადოება “ჰალლერი” – მდგომარეობა 03/2008.
§ 1 ზოგადი დებულებები – მოქმედების სფერო
(1)
ყველა დაკვეთაზე, რომლებსაც ფირმა “ჰალლერ” სააქციო საზოგადოება – შემდგომში ხსენებული, როგორც გამყიდველი – მიიღებს, ვრცელდება ქვემოთ მოცემული პირობები, შეკვეთის მიცემის საშუალებით კლიენტი აღნიშნულ პირობებს აღიარებს სავალდებულო პირობებად.
(2)
ის შეთანხმებები, რომლებიც განსხვავდება პირობებიდან, ავსებს ან ეწინააღმდეგება მათ, საჭიროებს გამყიდველის წერილობით ნებართვას. იმ შემთხვევაში, თუ წერილობით ხელშეკრულებაში შეთანხმებულ იქნება განსაკუთრებული პირობები, უპირატესობა ენიჭება განსაკუთრებულ პირობებს.
§ 2 შემოთავაზება და შემოთავაზების საბუთები
(1)
გამყიდველის ყველა შემოთავაზება ვალდებულებების გარეშე შეიძლება შეიცვალოს ფასის, მიწოდების რაოდენობისა და დროის კუთხით.
(2)
დაკვეთები გამყიდველისთვის სავალდებულო ხდება მხოლოდ წერილობითი დადასტურების შემდეგ.
§ 3 მიწოდება
(1)
საქონლის გადაგზავნა ხდება სახლში მიტანის ღირებულების ჩათვლით გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებებით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მისი არჩევანის თანახმად, ყველაზე იაფი გადაგზავნით გარანტიის გარეშე დამკვეთის ანგარიშითა და რისკით. მიწოდების ვადის დაცვის გარანტიას გამყიდველი საკუთარ თავზე არ იღებს.
(2)
საწარმოო შეფერხებები, გაფიცვები, ნედლეულის დეფექტი და გადაულახავი ძალის მოვლენები ათავისუფლებს გამყიდველს მიწოდების ვალდებულებისგან.
(3)
იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი გადააცილებს მიღების ვადას ან იგი დაარღვევს თანამშრომლობის სხვა ვალდებულებებს, მაშინ გამყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურება შესაძლო დამატებითი ხარჯის ჩათვლით. შემდგომი პრეტენზიები შენარჩუნებული რჩება.
(4)
იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს $3-ის მე-3 ნაწ. მოცემული წინაპირობები, როდესაც არსებობს შესყიდვის საგნის შემთხვევითი განადგურების ან შემთხვევითი გაუარესების საფრთხე, რისკი ეკისრება დამკვეთს იმ შემთხვევაში, თუ იგი გადააცილებს მიღების ვადას ან მევალეების ვალის გადახდის ვადას.
(5)
იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი შემოთავაზებულ პირუტყვს შეთანხმებულ მიწოდების ვადაში იმ მიზეზებით არ მიიღებს, რაც არ უკავშირდება გამყიდველს, გამყიდველს უფლება აქვს საკუთარი არჩევანის თანახმად გაყიდოს საქონელი.
(6)
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წამოყვანა უნდა მოხდეს გამყიდველისგან, დამკვეთმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მიღების მდგომარეობა იყოს მოწესრიგებული და სატრანსპორტო საშუალებებს ჰქონდეს შესაფერისი პირობები.
(7)
გამყიდველი მიწოდებულ საქონელს არასოდეს აღარ დაიბრუნებს უკან. იმ შემთხვევაში, თუ კატეგორიულად და წერილობით არის შეთანხმებული უკან დაბრუნება, იგი ხორციელდება დამკვეთის რისკით და ხარჯით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობით სხვა რამ არის შეთანხმებული ან უკან დაბრუნება ხდება დეფექტის აღმოჩენის საფუძველზე.
§ 4 ფასები და გადახდის პირობები
(1)
ფასების შეთანხმება და გამყიდველის სხვა გადაწყვეტილებები შეიძლება ყოველთვის შეცვლილი იყოს გამყიდველის მიერ.
(2)
დამკვეთისთვის მიწოდებული საქონლის ფასი გამოანგარიშდება გამყიდველის იმ მოქმედი ფასებისა და აქტუალური ტარიფების თანახმად, რომელიც გადაცემის დღეს არის ძალაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობით სხვა რამ არის შეთანხმებული.
(3)
აუცილებელი დამატებითი ღირებულების გადასახადი ჩვენს ფასებში არ არის მოცემული.
(4)
იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული/დასრულებული ფასების შეთანხმების შემდეგ მოხდება ერთი ან რამოდენიმე ხარჯის ფაქტორის ფასების ზრდა, გამყიდველს უფლება აქვს კეთილგონივრულ ვადაში შეთანხმებული ფასი გაზარდოს და იგი დამკვეთს ანგარიშში წარუდგინოს.
(5)
გამყიდველის მიერ სტანდარტულად დადგენილი გაგზავნის წონები მნიშვნელოვანია ანგარიშფაქტურის გაცემისათვის. ტრანსპორტირების შედეგად წარმოქმნილი წონების დანაკარგი ტვირთად ეკისრება დამკვეთს. შეკვეთილი ან შეთანხმებული ხარისხი შეიძლება – თუ იგი არ მოიპოვება – გამყიდველმა სხვა ხარისხით შეცვალოს.
(6)
გადაგზავნის დღეებში მოქმედი ფასები გამოითვლება იმ დღეისთვის მოქმედი დამატებითი ღირებულების გადასახადის დამატებით. გამყიდველის ანგარიშები გადახდილ უნდა იქნას ყოველ მოცემულ გადახდის ვადაში სხვა გამორიცხვის გარეშე ყოველი გამოთვლის, შეჩერებისა და შემცირების უფლების გამოკლებით. გადახდის ვადის გადაცილების დროს დაირიცხება გადაცილების პროცენტი 5 საპროცენტო განაკვეთის ოდენობით სამოქალაქო კოდექსის $247-ის თანახმად, ევროპული ცენტრალური ბანკის განაღდების თითოეულ განაკვეთზე, მაგრამ სულ მცირე 13% წელიწადში გაგზავნის დღიდან. დაკვლის – საკომპენსაციო ხარჯი ეკისრება დამკვეთს, რომელიც ვალდებულია მოახდინოს დეკლარირება.
(7)
გადახდები, რომელიც ხორციელდება გამყიდველის მიერ გაცემული და დამკვეთის მიერ აღიარებული თამასუქის გადაგზავნით, მხოლოდ მაშინ ითვლება შესრულებულად, როცა გამყიდველი თამასუქს გამოისყიდის და აღნიშნულით დამსაქმებელი თავისუფლდება თამასუქზე პასუხისმგებლობისგან, ასე, რომ შეთანხმებული საკუთრების დატოვების უფლება, ასევე სხვა პირობის შესწორების უფლებები სულ მცირე თამასუქის გამოსყიდვამდე შენარჩუნებულია გამყიდველის სასარგებლოდ.
§ 5 დამატებითი შენიშვნა (გამყიდველის მიერ) გაყიდულ საქონელზე საკუთრების უფლების შენარჩუნების შესახებ.
(1)
საქონელი ყველა გამყიდველთან არსებული – ასევე მომავალი - საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის სრულ შესრულებამდე რჩება გამყიდველის საკუთრებად.
(2)
იმ შემთხვევაში, თუ ყიდვა-გაყიდვის ფასის მოთხოვნა ნაშთის კონფისკაციის საშუალებით დაიწევს, მაშინ დატოვებული საკუთრება ითვლება სალდოს მოთხოვნის გარანტად (კონტოკორენტული ანგარიში – შესწორება საქონელზე საკუთრების უფლების გადატანის პირობების შესახებ)
(3)
მყიდველს უფლება აქვს საქონელი შესაბამისი საწარმოს ფარგლებში გადაამუშაოს და გადაყიდოს.
(4)
საქონლის გადამუშავება უნდა მოხდეს გამყიდველისთვის მყიდველის მიერ ქონების შეძენის წესით.
(5)
სხვა საქონელთან გადამუშავებისას, რომელიც არ ეკუთვნის გამყიდველს, მას ეკუთვნის თანასაკუთრება ახალ საქმეში შეზღუდულ საქონელთან დაკავშირებით სხვა გადამუშავებული საქონლის მიმართ გადამუშავების დროისათვის.
(6)
მყიდველი უთმობს თავის მოთხოვნებს შენახული საქონლის გადაყიდვიდან გამყიდველს მესამე პირის მიმართ, გამყიდველის მოთხოვნების ოდენობით მყიდველის მიმართ მასზე საკუთარი საქონლის გასხვისებასთან დაკავშირებით, საქონლის გადამუშავების შემდეგ იმ თანხის ოდენობით, რომელიც შეესაბამება გამყიდველის წილის ოდენობას თანასაკუთრებაში.
(7)
დამკვეთს არ აქვს უფლება დააგირავოს საქონელი მესამე პირის მიმართ და/ან საკუთრებაში გადასცეს იგი.
(8)
მესამე მხარის ჩარევები (იძულებით გადახდევინება და სხვ.) მაშინვე უნდა შეატყობინოს გამყიდველს. ამის შემდეგ, გამყიდველისთვის წარმოშობილი სამართლებრივი დევნის ხარჯები ეკისრება დამკვეთს.
§ 6 პასუხისმგებლობა საქონლის ხარისხზე/დეფექტების გასწორების გარანტია
(1)
დამკვეთის პრეტენზიები დეფექტების მიმართ გულისხმობს, რომ მან თავისი სავაჭრო კოდექსის $377 თანახმად გამოძიებისა და საჩივრის ვალდებულებები სათანადოდ შეასრულა. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი არის სამოქალაქო კოდექსის თანახმად მომხმარებელი, მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის მომხმარებელთა საქმიანობისთვის დაწესებული განსაკუთრებული განსაზღვრებები.
(2)
პრეტენზიები უნდა გამოითქვას მიწოდებისთანავე მიღების ადგილას და უნდა დაფიქსირდეს წერილობით. პრეტენზიები გამოირიცხება, თუ მყიდველი ან მისი მიღებისათვის დანიშნული მესამე პირი, მაგ. თანამშრომელი დამკვეთის ტერიტორიაზე, გულდასმით შემოწმების დროს შესამჩნევ დეფექტს წერილობით არ გააპროტესტებს. საქონლის მიწოდებით მყიდველის ტერიტორიაზე ან მყიდველის მიერ დანიშნული მიმღების ტერიტორიაზე რისკი გადადის უკვე მყიდველზე. მყიდველმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ჩამოსატვირთი პირუტყვი მაშინვე შევიდეს თავლაში. ჩამოტვირთვის პროცესის დაყოვნების დროს შესაძლო ზიანზე პასუხს აგებს მყიდველი. გამყიდველმა არ შეიძლება აღძრას პირუტყვის მიმართ პრეტენზია შეყოვნებული ჩამოტვირთვისა და თავლაში შეყვანის გამო გამოწვეულ ზიანზე.
(3)
გაპროტესტებული საქონელი უნდა გაჩერდეს გამყიდველის განკარგულებაში და მოთხოვნის საფუძველზე ფრანკო-ფრახტით უნდა გაეგზავნოს მას უკან.
(4)
სამართლიანი პროტესტის შემთხვევაში გამყიდველი მიაწვდის მყიდველს მისი არჩევანის საფუძველზე სანაცვლო საქონელს ან გასცემს ქვითარს დაკრედიტის თანხაზე, კრედიტში არ იქნება საქონლის ანგარიშფაქტურაში მოცემულ თანხაზე მეტი.
(5)
საქონლის გადამუშავების დაწყების ან გადაგზავნის შემდეგ ნაკლთან დაკავშირებით უქმდება ყველა პრეტენზია.
(6)
გამყიდველმა უნდა აღმოფხვრას მხოლოდ გარკვეული ნაკლი (ეგრეთ წოდებული მთავარი ნაკლი).
(7)
მთავარი ნაკლი და საგარანტიო ვადები დგინდება ფედერალური საბჭოს მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად.
(8)
გარდა ამისა, მოქმედებს 27.03.1899-ით დათარიღებული განკარგულება, რომელიც ეხება მთავარ ნაკლს და მისი საგარანტიო ვადებს პირუტყვით ვაჭრობის დროს. აღნიშნულის თანახმად მთავარი ნაკლია:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყიდვისთვის მთავარ ნაკლად ითვლება:
ა)ტუბერკულოზური დაავადება, თუ ამ დაავადების შედეგად გამოწვეულია ცხოველის კვების მდგომარეობის ზოგადი დაზიანება, საგარანტიო ვადა 28 დღე,
ბ)ფილტვის ეპიზოოტია, საგარანტიო ვადა 56 დღე,
გ)სხვა გადამდები დაავადება, რასაც მივყავართ ფასის შემცირების ან გადახდის გაუქმებისკენ.
ღორების შესყიდვისთვის მთავარ ნაკლად ითვლება:
ა)წითელი ქარი, საგარანტიო ვადა 6 დღე,
ბ)ღორების ეპიდემიები (ღორის ჭირის ჩათვლით), საგარანტიო ვადა 20 დღე.
ისეთი საქონლის შესყიდვისთვის, რომლიც მალე უნდა დაიკლას და რომლებიც ადამიანის საკვებ საშუალებად ითვლება (დასაკლავი პირუტყვი), მთავარ ნაკლად ითვლება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
ტუბერკულიოზის დაავადებები, თუ ამ დაავადების შედეგად დასაკლავი წონის ნახევარზე მეტი საერთოდ არ გამოიყენება ადამიანის საკვებად ან მხოლოდ შეზღუდვებით გამოიყენება, საგარანტიო ვადა 28 დღე.
ღორები:
ა) ტუბერკულიოზის დაავადებები მითითებული წინაპირობით, საგარანტიო ვადა 28 დღე,
ბ) ტრიქინები, საგარანტიო ვადა 28 დღე,
გ) სოლიტერი, საგარანტიო ვადა 28 დღე.
§ 7 დათმობა
გამყიდველის მიმართ არსებული მოთხოვნების გაყიდვა ან დათმობა ნებადართულია მხოლოდ გამყიდველის კატეგორიული წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
§ 8 განსჯადობა
შესრულებისა და განსჯადობის ადგილად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის $ 38-ის თანახმად კანონიერად შეთანხმებულია ტეკლენბურგი. იგივე ვრცელდება თამასუქისა და ჩეკის პროცესებში სასამართლო დავებზე.
§ 9 დამატებითი პირობა
ერთ-ერთი წინამდებარე დებულების მოქმედების ძალის შესაძლო დაკარგვა არ მოქმედებს სხვა დებულებების მოქმედების ძალაზე. ძალადაკარგული დებულება უნდა შეიცვალოს მისი არსის შესაბამისად მოქმედი დებულებით, რომელიც დასახულ ძალადაკარგულ დებულებასთან ყველაზე უფრო ახლოს დგას.
ბ. შესყიდვის და მიწოდების ზოგადი პირობები
§1 მოქმედების სფერო.
(1)
ყველა შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მოცემული გარიგების პირობების საფუძველზე.
(2)
შეკვეთის მიღების დასტურის ან არაუგვიანეს გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდების საფუძველზე, ეს პირობები მიღებულად ითვლება.
(3)
აღნიშნული კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამყიდველის შეკვეთის მიღების დადასტურებებს მისი გარიგების, მიწოდების და გადახდის პირობების მითითებით.
(4)
გადახვევები წინამდებარე პირობებიდან მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ გამყიდველმა და მომხმარებელმა ისინი წერილობით დაადასტურეს.
§ 2 მიწოდება
(1)
გამყიდველმა პირუტყვი უნდა მიაწოდოს ფრანკო-ფრახტით და გადასახადების გარეშე, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
(2)
მიწოდებული პირუტყვს უნდა გაუკეთდეს აღნიშვნა, ისე რომ მისი წარმოშობის საკითხი გასაგები იყოს დაეჭვების გარეშე.
(3)
გამყიდველმა საკუთარი ხარჯით უნდა უნდა დააზღვიოს პირუტყვი ტრანსპორტირებისა და დაკვლის ზარალის წინაშე. მომხმარებელს რჩება უფლება, საქონელი თვითონ დააზღვიოს ტრანსპორტირებისა და დაკვლის ზარალის მიმართ.
§ 3 შემოთავაზება
(1)
გამყიდველი აძლევს მომხმარებელს ხელსაყრელი პირობების გარანტიას, ე. ი. იგი მომხმარებელს არანაირად არ ჩააყენებს უფრო უარეს მდგომარეობაში ვიდრე სხვა დამკვეთს.
(2)
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი მესამე პირის მიმართ დააწესებს უფრო ხელსაყრელ ფასებს ან პირობებს, ისინი წერილობითი შეთანხმების გარეშე იქცევიან წინმადებარე შეკვეთის შემადგენელ ნაწილად.
(3)
მითითებული მიწოდების თარიღი ითვლება პირუტყვის შემოსვლის თარიღად.
(4)
იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულია ფიქსირებული თარიღები, მოქმედებს სავაჭრო კოდექსის $ 376.
(5)
გამყიდველს უფლება აქვს განახორციელოს ნაწილობრივი მიწოდება ან ნაწილობრივი მომსახურება, თუ მომხმარებლისგან აღნიშნულთან დაკავშირებით მიწოდების წინ მიიღებს წერილობით დასტურს.
(6)
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ გასცემს ანგარიშფაქტურას, მომხმარებელი შეადგენს მოცემულ შესყიდვაზე გაანგარიშებას ან შესყიდვის დასტურს, რომელიც მიწოდების შემდეგ მაშინვე გადაეგზავნება ან ჩაბარდება გამყიდველს.
(7)
გამყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გადაამოწმოს შესყიდვის დასტურის ნამდვილობა, განსაკუთრებით მასში ასახული ბრუნვის დასაბეგრი განაკვეთი.
(8)
პრეტენზიები დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მომხმარებელს წერილობით. დასაბეგრ განაკვეთში ასევე დაუყოვნებლივ უნდა მიეთითოს თამასუქი.
(9)
თუ გამყიდველს უფლება არ აქვს ყიდვის დასტურში წარმოადგინოს მისაწვდომი გადასახადის მონაცემები, მან აქედან უნდა აუნაზღაუროს მომხმარებელს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მოცემული ბრუნვის გადასახადი (14ც II ბრუნვის გადასახადი)
(10)
აღნიშნული საფუძველზე გამყიდველის ბრუნვის გადასახადის ვალდებულება ($14ც ბრუნვის გადასახადი) ხელშეუხებელი რჩება.
(11)
ყიდვა-გაყიდვის დასტურში ასახული ძალიან მაღალი ბრუნვის გადასახადი უნდა ანაზღაურდეს ($ 14 ც I ბრუნვის გადასახადი)
§ 4 გარანტია
გამყიდველი გარანტიას იძლევა, რომ მიწოდებულ საქონელს არ ექნება ფარმაკოლოგიური ზემოქმედების მასალების ნარჩენები, რომლის მასალების დადგენისათვის საუწყებო სასურსათო საქონლის მარეგლამენტირებელი სამართლებრივი ნორმებით დადგენილი ჩატარებული გამოკვლევები პრეტენზიამდე მიგვიყვანს.
§ 5 პასუხისმგებლობა საქონლის ხარისხზე/დეფექტების გასწორების გარანტია
(1)
მომხმარებელი არ არის ვალდებული განახორციელოს საქონლის დაუყოვნებელი კონტროლი (სავაჭრო კოდექსის $ 377).
(2)
თუ არსებობს დეფექტი, მომხმარებელს უფლება აქვს თავისი სურვილისამებრ მოითხოვოს დეფექტის გამოსწორება დეფექტის აღმოფხვრის ან უნაკლო საგნის მიწოდების ფორმით.
(3)
ნაკლის აღმოფხვრის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია, თავად გასწიოს ნაკლის აღმოფხვრისათვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა, განსაკუთრებით ტრანსპორტირების, გზის, მუშაობისა და მასალის ხარჯები.
(4)
იმ შემთხვევაში, თუ დეფექტის აღმოფხვრა არ ხერხდება, მომხარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს (შეკვეთის) ცალმხრივად გაუქმება ან შემცირება.
(5)
ნაკლის აღმოფხვრისა და შესაძლო ზიანის ანაზღაურების პრეტენზიების გამო მომხმარებელს ეკუთვნის გამყიდველის მიმართ შეუზღუდავი კომპენსაციისა და ხელშეკრულების ვალდებულებათა ცალმხრივი გაუქმების უფლება. აღნიშნული მოქმედებს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას მიეწოდება სხვა და არა შეკვეთილი საქონელი ან სხვა, ვიდრე შეკვეთაში გათვალისწინებული რაოდენობა.
$ 6 პასუხისმგებლობა
(1)
ცოცხლად შესყიდვის დროს (სრული შესყიდვა) გამყიდველი პასუხს აგებს დასაკლავ სხეულზე დაფარული ნაკლისთვის, რაც მიგვიყვანს ფასის შემცირებისკენ და გადახდის გაუქმებისკენ.
(2)
მომხმარებელი პასუხს აგებს მხოლოდ უხეში დავალიანებისთვის (წინასწარი განზრახვა და უხეში დაუდევრობა/გაუფრთხილებლობა).
§ 7 გამოქვითვა
გამყიდველს შეუძლია გაქვითოს მხოლოდ ისეთი პრეტენზიები, რომელსაც მომხმარებელი სადავაოდ არ მიიჩნევს, ან რომლებიც სამართლებრივად იქნა დადგენილი.
$ 8 გასაღების ხელშემწყობი ფონდი
გასაღების ხელშემწყობი ფონდის კანონის $10-ის თანახმად შენატანები ყიდვა-გაყიდვის დასტურზე განცალკევებით აისახება და მას საქონლის ღირებულებიდან გამოაკლდება ბრუნვის გადასახადის გამოანგარიშება.
§ 9 შესრულების ადგილი, განსჯადობა
(1)
ორივე მხარისთვის შესრულების ადგილად ითვლება მომხმარებლის დასაქმების ადგილი.
(2)
შესრულების ადგილას მომქმედი სამართალი არის უპირატესი ყველა სამართლებრივი ურთიერთობისათვის გამყიდველსა და მომხმარებელს შორის იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამართლებრივი დავა უცხოეთში მიმდინარეობს.
(3)
მომხმარებელს შეუძლია თავისი სურვილისამებრ აღძრას საჩივარი საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელის ღირებულებისთვის კომპეტენტურია ფედერალური მიწის სასამართლო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის $ 38).
(4)
მოვალის სასამართლოს საშუალებით გასაფრთხილებლად კომპეტენტურია მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის განსჯადობის ადგილი.
§10 შეკვეთები საზღვარგარეთ
საზღვარგარეთ შეკვეთების დროს დაანგარიშება უნდა მოხდეს აუცილებლად მომხმარებლის მიერ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში დადგენილ ვალუტაში. მას ნებისმიერ დროს აქვს უფლება, გადახდა აწარმოოს, აგრეთვე სხვა ვალუტაში.
§11 დამატებითი პირობა
ერთ-ერთი წინამდებარე დებულების მოქმედების ძალის შესაძლო დაკარგვა არ მოქმედებს სხვა დებულებების მოქმედების ძალაზე. ძალადაკარგული დებულება უნდა შეიცვალოს მისი არსის შესაბამისად მომქმედი დებულებით, რომელიც დასახულ ძალადაკარგულ დებულებასთან ყველაზე უფრო ახლოს დგას.