მოზარდეული საქონელი

მოზარდეული საქონლის მოშენების სათუთი სფეროსთვის აუცილებელია ჩვენი საკონტრაქტო წარმოებების მიმართ ოპტიმალური დამოკიდებულება. ამიტომაც ხბოებთან დაკავშირებით ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სპეციალიზირებული მოზარდეული საქონლის მოშენებისთვის ჩვენი პარტნიორების დიდ თანადგომას. ჩვენი ხბოები წარმოშობილი არიან ბავარიული და ბადენ-ვუტემბერგული ხალიანი და ყავისფერი საქონლის მოშენების კლასიკური ციტადელიდან. ცალკეულ შემთხვევაში გთავაზობთ, ასევე, თეთრ-ლურჯი ბელგიურების შეჯვარების ჰიბრიდულ მოზარდეულ საქონელს.

სს “ჰალლერ”-ის ხარისხის კრიტერიუმებში ცნება – ცხოველის ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დგას. შესყიდვა ხდება მხოლოდ ჩვენი, აღნიშნულ სფეროში კომპეტენტური პერსონალის საშუალებით გამოკვების ვარგისიანობის, ასაკისა და წონის კრიტერიუმების თანახმად. მოზარდეული საქონლის მოშენება ხორციელდება „შეტანა-გამოტანის პროცესის“ საშუალებით. ყველა თავლის განყოფილება სრულად არის დაყენებული ერთბაშად გასუფთავებისა და საფუძვლიანი დეზინფექციის პროცესებზე.
“ჰალლერ”-ის საკონტრაქტო წარმოებებს მეთვალყურეობას უწევს ჩვენი კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებული ვეტერინარი შტეფან ლიულმანი და მისი კომპეტენტური გუნდი. ისინი, ხელშეკრულების თითოეული პუნქტის გათვალისწინებით, ამოწმებენ ზემოთ აღიშნულ კრიტერიუმებს, ატარებენ სავალდებულო აცრებს (აცრების პროფილაქტიკას) ყველა საკონტრაქტო წარმოებისთვის და აღნიშნულ პროცესს საბუთებით ამოწმებენ. ამასთანავე ხდება მოშენების საწარმოების რეგულარული დათვალიერება და კონსულტაციების გაწევა.

ხელშეკრულების თანახმად დადგენილი აცრების პროგრამა მოიცავს უშუალოდ თავლაში გადაყვანის შემდეგ განხორციელებულ დამცავ აცრებს IBღ-ისა და BღშV-ს თავიდან ასაცილებლად. Aამავე ხელშეკრულებაში თავისთავად იგულისხმება განმეორებითი და განახლებადი აცრები განსაზღვრულ პერიოდებში. ამასთან ერთად, ნორმად ითვლება ენდო- და ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ განხორციელებული მკურნალობა.

აცრების ცნობებს, ასევე სპეციალურ ცნობებს, რაც ადასტურებს BHV1 (Bოვინენ Hერპეს-Vირუს თყპ 1) (IBღ) არქონას, ჩვენ გავცემთ სურვილის არსებობის შემთხვევაში.
ფართო ჯანდაცვის მენეჯმენტის საშუალებით ყველა ცხოველს გააჩნია ერთიანი აცრისა და პროფილაქტიკის სტატუსი, რაც ყველა მყიდველს ჯანმრთელობის საერთო სტატუსთან დაკავშირებით აძლევს გარანტიას – იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა რაოდენობის შეძენა განხორციელდება.
ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველზეც ჩვენს მიერ მოწოდებულ ხარისხიან მოზარდეულ საქონელს მიიღებთ, თქვენთვის მომგებიანი იქნება: ჯანმრთელი დასაწყისი გულისხმობს ხარების წარმატებულ გამოკვებას ჯანმრთელი საქონლით, საკვების კარგ გადამუშავებას, მაღალ დღიურ ნამატსა და ხარჯების დაფარვის მაღალ მაჩვენებელს გამოკვების თითოეულ ადგილზე.